რეფლექსია
2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში დავგეგმე სოციალური პროექტის „შემოდგომა მეორე გაზაფხულია, როცა ყოველი ფოთოლი ყვავილად იქცევა““ განხორციელება, რომლის მიზანი იყო:
· გარემომცველი სამყაროს შეცნობა;
· დაკვირვების, აღწერის, აღრიცხვის, კლასიფიკაციის, კომუნიკაციის, მონაცემთა ორგანიზების უნარის განვითარება;
· საკუთარი დამოკიდებულების წერილობითი გადმოცემისა და შემოქმედებითი უნარის განვითარება;
· თვითშეფასების უნარის განვითარება;
· პრეზენტაციის უნარის განვითარება.
პროექტზე მუშაობა გრძელდებოდა ორი კვირის განმავლობაში. პროექტზე მუშაობა წარიმართა სამ ეტაპად:
პროექტზე დაფუძნებული სწავლება არის მიმდინარე სასწავლო პროცესი რომელშიც ერთიანდება რამდენიმე სასკოლო საგანი. მოსწავლეები იძიებენ ინფორმაციას (პრობლემა შეიძლება იყოს ადგილობრივი, გლობალური). მოცემული პრობლემის შესაძლო გადაჭის გზების პოვნის შემდეგ აკეთებენ მულტიმედია პრეზენტაციებს მოძიებული მასალების პრეზენტაციისათვის 21-ე საუკუნის იარაღების გამოყენებით. მოსწავლეები გვიჩვენებენ რა ისწავლეს, როგორ ითანამშრომლეს ერთმანეთთან, აფასებენ ერთმანეთს და საკუთარ თავს.?
პროქტზე მუშაობის შედეგად:
· იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, საკუთარი თავის რწმენა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება;
· იზრდება კომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა, მაგალითად, აზროვნების მაღალი დონე, პრობლემების გადაჭრა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა;
· მოსწავლეები მეტ პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთი სწავლის პროცესზე, განსხვავებით ტრადიციული მოდელისგან;
· მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას და თანატოლებთან ურთიერთობას , რაც მნიშნელოვან როლს თამაშობს მოზარდების პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში.
პირველი ეტაპი: მოსამზადებელი ეტაპი ამოცანები:
· მოსწავლეებს გავაცანი პროექტის მიზანი;
· გავანაწილეთ დავალებები;
· გავაწილეთ ფუნქციები ჯგუფებს შორის;
მოვაგვარეთ მშობლებთან ერთად საორგანიზაციო საკითხები (ტრანსპორტი, რესურსები და სხვ.).
მეორე ეტაპზე მოსწავლეებმა შეგროვებულ მასა;ა დამუშავესდაახარისხეს, დაწერეს თხზულეა „შემოდომა. შექმნეს ნახატები და აპლიკაცები, შეგროვებული მასალით გააკეთეს კოლაჟები
მესამე ეტაპი იყო შემაჯამებელი ეტაპი:
· გამოფენის მოწყობა, ნამუშევრების წარდგენა;
· ჩატარებული სამუშაოს ანგარიში
პროექტი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით, მასში ასახული აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე და საჭიროებებზე. პროექტის მსვლელობისას ფუნქციები გადანაწილებული იყო მოსწავლეთა შესაძლებლობეზე მათი ძლიერი მხარეების გათვალისწინებით. პროექტში ჩართული მოსწავლეები შეფასდნენ წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით და საუკეთესო მონაწილეებს გადავეცით მადლობის სიგელები. პროექტის განხორციელების პერიოდში გამოვლინდა მცირე ხარვეზები, რადგანაც პროცესი იყო მცირედ ქაოსური. სამომავლოდ მოსწავლეთა ჩართულობისას ყურადღებას გავამახვილებ მათ ქცევაზე და აქტივობებში მაქსიმალურად ჩართვაზე.
No comments:
Post a Comment