1
|
პროექტის
სახელწოდება
|
,,მე და ჩვენ.....’’
|
||||||||||||
პროექტის
ხელმძღვანელი
|
ლალი კილასონია
|
|||||||||||||
პროექტის
ჩატარების ადგილი
|
სსიპ ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლა
|
|||||||||||||
2
|
სამიზნე
ჯგუფი
|
საბაზო
საფეხური, მე- 6 კლასი
|
||||||||||||
3
|
პროექტზე
მუშაობის ვადები
|
1 თვე
|
||||||||||||
პროექტში
მონაწილეები
|
მოსწავლეები, მასწავლებელი,
სკოლის , ისტ მენეჯერი
|
|||||||||||||
4
|
პრობლემის
ანალიზი
|
ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციაა. ის სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირების მიზნით ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას გულისხმობს, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღების უნარი, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.
ცხადია,რომ რომ სკოლაში სოციალური პროექტების განხორციელება ამის საუკეთესო საშუალებაა. სოციალური პროექტები მიმართულია გარემოს გაუმჯობესების, კონკრეტულ სოციუმში რეალური სოციალური საჭიროების შესწავლისა და სოციალური სიტუაციის გაუმჯობესებისკენ (არსებულ პრობლემათა პრევენციის/მინიმიზაციისკენ), რის საბოლოო მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაა.
ვინაიდან, სკოლაში მოსწავლეები არა მხოლოდ კონკრეტულ დისციპლინებს სწავლობენ, არამედ სკოლა ოჯახთან თანამშრომლობით ზრუნავს მათ აღზრდასა და მორალურ განვითარებაზე. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ სხვაზე პასუხისმგებლობა, სხვებზე ზრუნვა – ბავშვებს ეხმარება საკუთარი თავის, როგორც ღირებულის, აღქმაში და უქმნის მათ პრობლემებთან გამკლავების შესაძლებლობას. ეს კი საბოლოოდ მოზარდთა რისკიანი ქცევების პრევენციის ერთ-ერთ საშუალებად ითვლება. აგრეთვე აგრესიული ქცევის შემცირება შესაძლებელია პროსოციალური ქცევის (სხვებზე ზრუნვა, ისე რომ არ მოელი პირად გამორჩენას) წახალისებით.
ვფიქრობ, პირველ რიგში მნიშვნელოვანია ზრუნვა ემპათიის განვითარებაზე. ემპათიის ქვეშ მოიაზრება სხვისი ემოციების გაგების, წვდომისა და თანაგანცდის უნარი. ემპათიის მნიშვნელობის განმარტება პატარა ბავშვებისთვის ერთი შეხედვით შეიძლება საკმაოდ აბსტრაქტულ და რთულ ამოცანად მოგვეჩვენოს. მაგრამ, იმისთვის, რომ ბავშვმა სხვისი ემოციის აღქმა და შესაბამისად რეაგირება შეძლოს, მნიშვნელოვანია, ესმოდეს გრძნობათა ფართო სპექტრი, რომელსაც იგი ყოველდღიურად განიცდის და ისიც, რომ სხვა ადამიანებს შეიძლება მსგავს სიტუაციაში განსხვავებული ემოციები დაეუფლოთ. ვინაიდან მიიჩნევა, რომ რაც უკეთ შეგვიძლია საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობა, მით მეტად შეგვიძლია თავის მართვა და სხვათა დახმარებაც. ეს კი აუცილებელი უნარებია მეგობრებთან თუ თანაკლასელებთან კარგი ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნებისთვის.ამ ამოცანის მიღწევა პირველ რიგში საკუთარი ემოციების ამოცნობის უნარის განვითარების ხელშეწყობით არის შესაძლებელი. მართალია, თანაგრძნობის უნარი ასაკთან ერთად გვიმუშავდება, მაგრამ არსებობს სხვადასხვა სტრატეგია, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია ბავშვებს ეს გრძნობა განვუვითაროთ.
|
||||||||||||
5
|
მიზანი
|
მოკლევადიანი:
1. მეგობრების
განწყობისა და ემოციის შეფასება შეძლებისამებრ და გაზიარება.
გრძელვადიანი:
მოსწავლეებში აგრესიული ქცევის შემცირება თანაგანცდის უნარის განვითარების, პროსოციალური ქცევის (სხვებზე ზრუნვა, ისე რომ არ მოელი პირად გამორჩენას) საფუძველზე.
1. მოსწავლეებმა შეძლონ
ურთიერთპატივისცემისა და თანაგრძნობის, დახმარების საფუძველზე საკუთარი და სხვისი გრძნობების
დანახვა და გააზრება;
2. შეძლოს საზოგადოებრივი
ურთიერთობისას ძირითადი პრობლემების
გადასაჭრელად თანამშრომლობა თანატოლებთან და უფროსებთან;,
3. შეძლონ კარგად
გააზრებული თან ამონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების
გადაწყვეტაში.
|
||||||||||||
6
|
პროექტის
ამოცანები
|
·
მოსწავლეების, მასწავლებელისა და
მშობლების შეხვედრა. პროექტის იდეის გაცნობა; პრობლემით დაინტერესება;
·
2. ფსიქოლოგებთან
შეხვედრა და საუბარი თანატოლების
განცდათა ამოცნობა-გაზიარების რჩევებთან
დაკავშირებით .
.
5.
|
||||||||||||
7
|
მოსალოდნელი
შედეგები
|
მოსწავლეები გააცნობიერებენ შედეგებს, გაითვალისწინებენ ფსიქოლოგის
რჩევებს , ყურადღებას მიაქცევენ თანატოლთა
ემოციებსა და განწყობას, უფრო
ფაქიზად მოეპყრობიან ერთმანეთს , ურთიერთპატივისცემას ,ნდობასა და მეგობრობას
.გაიაზრებენ. შეეცდებიან ერთმანეთზე ზრუნვასა და კეთილი საქმეების გაკეთებასა და ამით ჩვენი ქვეყნის
სრულყოფილი მოქალაქეები
ჩამოყალიბდებიან.
|
||||||||||||
8
|
შესაძლო
რისკები
|
შესაძლოა მოსწავლეები არ
იყვნენ გულახდილები, შეიძლება არ მოვიდეს მშობელი;
|
||||||||||||
9
|
პროექტის განხორციელებლად საჭირო აქტივობები
|
|
||||||||||||
10
|
პროექტის მონიტორინგი/ შეფასება
|
|
||||||||||||
11
|
პროექტის
ხელმძღვანელი
|
ლალი კილასონია
|
მოსწავლეთა დაკვირვების ცხრილი
კრიტერიუმები
|
მცირედ
|
საშუალოდ
|
მთლიანად
|
მოსწავლეებს თავიანთი წვლილი
შეაქვთ პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში
|
|||
მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან
|
|||
მოსწავლეები არ აცდენენ პროექტის
გათვალიწინებულ შეხვედრებს
|
მოსწავლეთა შეფასების ცხრილი
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
ხალისით ვმუშაობდი ქროექტის
აქტივობაზე
|
||
ვთანამშრომლობდი ჯგუფის ყველა
წევრთან
|
||
გულახდილი ვიყავი დასმულ
შეკითხვებზე პასუხისას
|
||
სიამოვნებით ვიმუშავებდი მსგავს
პროექტზე
|
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
პროექტის დაგეგმვისას
გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები
|
||
მოვახერხე პროექტში მშობელთა
უმეტესობისა და ყველა მოსწავლის ჩართვა
|
||
მივაღწიე მოსალოდნელ შედეგს
|
||
პროექტი დასრულდა გაგეგმილ დროში
|
პროექტის მიმდინარეობისას გადაღებული ფოტო მასალა
No comments:
Post a Comment