სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების
კლასგარეშე წრე
2019-2020 სასწავლო წელი, I სემესტრი
წრის დასახელება: ,,ფერთა სამყარი“
წრის ხელმძღვანელი: ლალი კილასონია
მიზნობრივი ჯგუფი: სსიპ ქალაქ თბილისის N 177 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები.
წრის ხანგრძლივობა --- 2019-2020 სასწავლო წელი. შეხვედრის ხანგრძლივობა ორშაბათობით სავალდებულო გაკვეთილების შემდეგ.
სკოლაში არ ფუნქციონირებდა წრეები და გამოკითხვის შედეგად - მოსწავლეებს - ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, სურვილი გაუჩნდათ გაერთიანებულიყვნენ შემოქმედებით წრეში. ამ მიზნით 10 ოქტომბრიდან სკოლის დირექტორთან და მშობლებთან შეთანხმებით ჩამოვაყალიბე შემოქმედებითი წრე, რომელშიც გაერთიანდა 15 მოსწავლე. ,
მიზანი:
1. კრიტიკული
აზროვნებისა
და
არგუმენტირებული
მსჯელობის
უნარ-ჩვევების
განვითარება;
2.მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება და ჰარმონიული განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით;
3.შემოქმედებითი აქტივობების გაღვივება, მოსწავლეთა თვითგამოხატვისა და ანალიზის უნარების წარმოჩენა;
4.თანამშრომლობითი უნარების განვითარება.
4.თანამშრომლობითი უნარების განვითარება.
წრის დასახელება და მოკლე დახასიათება
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრის - ,,ფერთა სამყარო’’ - მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, მრავალმხრივი შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენა, განვითარება და ხელშეწყობა. წრის გკვეთილებზე მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად აირჩიონ კონკრეტული ხერხი, სამუშაო მასალა, თემა, სიუჟეტიდა ა.შ. , რაც მნიშვნელოვანია მათი შემოქმედებითი თვითგამოხატვის, თვითრეალიზაციის, თვითაქტუალილიზაციისთვის. მოსწავლეები უკეთ შეისწავლიან ფერწერას, გრაფიკას, იმუშავებენ სხვადსხვა ტექნიკასა და ჟანრში. შეისწავლიან ქართველ და უცხოელ მხატვართა შემოქმედებას. მონაწილეობას მიიღებენ როგორც სასკოლო გამოფენებსა და ღონისძიებებში. ჩართულები იქნებიან სხვადასხვა პროექტებსა და აქტივობებში.
წრეში გაერთიანებული არიან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები. წრეს დათმობილი აქვს ექვსი აკადემიური საათი, აქედან პარასკევს. გაკვეთილის ხანგრძლივობა 1აკადემიური საათი.
წრეში გაერთიანებულ მოსწავლეთა სია:
- .აბაშვილი ლამარა
- ბანძელაძე ანასტასია
- დათუნაშვილი თათია
- ქიშმარია ანასტასია
- შოშიტაშვილი სალომე
- კონაშვილი თათული
- მაჭარაშვილი ნუცა
- ხმალაძე გიორგი
- ჯაფარიძე ნიკოლოზი
- გოროზია პავლე
- მიქელაძე დიმიტრი
- გველებიანი გეგი
- გეწაძე თამარი
- ყამარაული ლიზი
- ოქროპირიძე ანა
- დავანახოთ მოსწავლეებს ხელოვნების განსაკუთრებული როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომ ხელოვნება ხალხის ფიქრის და განცდის გამოხატვის ულამაზესი საშუალებაა,
- განვუვითაროთ ხელოვნების ნიმუშების აღქმის, შეფასებისა და შექმნის უნარები; დავეხმაროთ მათ ხელოვნების ,,ენის'' შესწავლასა და მისი საშუალებით ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან ზიარებაში.
- მივცეთ საშუალება მოიძიონ და დაათვალიერონ ქართველ თუ საზღვარგარეთელ ხელოვანთა ნამუშევრები, შეისწავლონ მათთვის სასურველი მასალებით ნაკეთობების დამზადება, განვუვითაროთ მუშაობის პროცესში თანამშრომლობითი უნარი.
აქტივობები:
კითხვა-პასუხი; ინფორმაცია; ვიზუალური მასალის გაცნობა, დაკვირვება; პრაქტიკული სამუშაოები;ჯგუფური საწრეო პრეზენტაცია; დისკუსია; ნამუშევრების ანალიზი.
საჭირო რესურსები:
ფერადი ქაღალდები,წებო, მაკრატელი, ფორმატები, თიხა, მეორეული ნივთები, მარკერები, თექა, ასანთის კოლოფები, კომპიუტერი, პროექტორი.
შედეგები
და მათი
ინდიკატორები: მიმართულება: კომუნიკაცია
და
ინტერპრეტაცია
ს.გ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები
და
მიღებულ
ცოდნაზე
დაყრდნობით
გამოთქვას
და
დაასაბუთოს
საკუთარი
აზრი
ხელოვნების
ნაწარმოების
შესახებ.
·
კორექტულია
სხვის
ნამუშევარზე
საუბრისას;
ს.გ.VII.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება
არის
თვითგამოხატვის
და
კომუნიკაციის
საშუალება.
·
აფასებს
ხელოვანის
ნაწარმოებს
(საკუთარ
ცოდნაზე
და
შთაბეჭდილებაზე
დაყრდნობით).
მიმართულება:
ხელოვნების
აღქმა
კონტექსტში
ს.გ.VII.11. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: · ამოიცნობს
სხვადასხვა
ეპოქის
და
კულტურის
ხელოვნების
ცნობილ
ნიმუშებს;
·
არჩევს
ერთმანეთისგან
რეალისტურ
და
პირობით
გამოსახულებებს
№
|
შეხვედრების განრიგი
|
საწრეო მუშაობის პროგრამა.
(თემების დასახელება და აქტიობები).
|
მუშაობის
ხანგრძლიობა
|
1
|
11.10.2019.წ.
|
თემა: საწრეო პროგრამის გაცნობ
საორგანიზაციო საკითხები.
მიზნის ჩამოყალიბება.
რა ვიცით რა შეგვიძლია.
|
1.სთ
|
2
|
18.10.2019.წ.
|
თემა: ადამიანი და ნივთები.
ინფორმაციის მოძიება. საკუთარი აზრის ჩამოყალიბება |
1სთ
|
3
|
19.10.2019.წ.
|
თემა:. თბილი და ცივი ფერები. ----საუბარი თბილ და ცივ ფერებზე.
ვხატავთ თბილი და ცივი ფერებით
გადმოცემული შთაბეჭდილებას
საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაცია.
|
1სთ.
|
4
|
25.10.2019.წ.
|
პროექტი თემაზე: ,,პეიზაჟი“
|
1სთ.
|
5
|
1.11.2019.წ.
|
თემა: პეიზაჟის ჟანრის კომპოზიციის შექმნა (ხატვა)
|
1სთ.
|
6
|
4.11.2019.წ.
|
თემა : ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებში ფერთა კოლორიტის
განხილვა
|
1სთ.
|
7
|
9.11.2019.წ.
|
თემა: პრაქტიკული სამუშაო - დახატე აკვარელით
|
2სთ.
|
8
|
13.11.2019.წ.
|
პროექტი თემაზე:,,ოქროსფერი
შემოდგომა“
|
1სთ
|
9
|
15.11.2019.წ.
|
თემა :,,ოქროსფერი შემოდგომა“ -
ნახატების
გამოფენა
|
1სთ
|
10
|
20.11.2019.წ.
|
თემა: მხიარული და სევდიანი ფერები; ნამუშევრების
შექმნა გარკვეული განწყობილების გადმოცემით
|
2სთ
|
11
|
26,11.2019.წ.
|
ნახატების
გამოფენა „ჟანრები“
|
1სთ
|
12
|
29,11.2019.წ.
|
თემა: გამოფენა
1- პრეზენტაცია.
|
2 სთ
|
წრის დასწრების ფურცელი
№
|
სახელი, გვარი
|
თარირღი
|
ხელმოწერა
|
1.
| |||
2.
| |||
3.
| |||
4.
| |||
5.
| |||
6.
| |||
7.
| |||
8.
| |||
9
| |||
10
| |||
11
| |||
12
| |||
13
| |||
14
| |||
15
| |||
16
| |||
17
|
კითხვარი მშობელთათვის
სახელი, გვარი -------------------------------
1.დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია წრის შექმნის შესახებ
ა) დიახ; ბ)არა.
2. თქვენი აზრით,საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს თქვენს შვილს ნებისმეტყველების ცოდნის გაღრმავებაში?
ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა
3.იყო თუ არა საწრეო მუშაობა თქვენი შვილისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო?
ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა
4. იყო თუ არა მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო შექმნილი მოსწავლეთათვის?
ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა
5. რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობას?
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
მოსწავლის კითხვარი
სახელი, გვარი: --------------------------
1. დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია წრის შექმნის თაობაზე?
ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა
2 . იყო თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი საწრეო მუშაობა?
ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა
3. საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები გეხმარებოდა თუ არა ცოდნის გაღრმავებაში?
ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა
4. იყო თუ არა შენთვის შექმნილი მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო?
ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა
5. რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობას?
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
პირველი შეხვედრა
2019 წლის 11 ოქტომბერსპირველად შეიკრიბნენ სახვითი და გამოყენეითი წრის წევრები, მათ გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები და ამოცანები, აგრეთვე ის, რომ წრე ჩატარდება ყოველ ორშაბათს, მეექვსე გაკვეთილზე. შემდეგ გავაცანი სამუშაო პროგრამა და კონკრეტულად ის საკითხები, რომლებზეც გვექნება მუშაობა პირველი სემესტრის განმავლობაში.
მეორე შეხვედრა
18 ოქტომბერს შედგა წრის მეცადინეობის მეორე შეხვედრა, თემა: ადამიანი და ნივთები. მოსწალეებმა აღნიშნეს ადამიანი თავის მიერ შექმნილი ნივთების სამყაროში ცხოვრობს. პირველყოფილ ადამიანს ორიოდე ჯოხი და ორიოდე ქოთანი ჰქონდა, ახლა კი ის თავითაა გადაშვებული ხელოვნური ნივთების სამყაროში. ადამიანი ხომ არ ეგუება გარე სამყაროს, არამედ ცდილობს, ეს სამყარო შეეგუოს მას, თავის სამყაროს ქმნის. და დღეს ნამდვილად შეიძლება საუბარი ნივთების სამყაროს დროზე.მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებებს. დავალებად მივეცი მოემზადებინათ პროექტი თემაზე: ,,პეიზაჟი“
მესამე შეხვედრა
მესამე შეხვედრის თემა იყო ცივი და თბილი ფერები. ეს შეხვედრა წავმართეთ თამაშით; აქტივობა-მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს სხვადასხვა ფერის ბარათებს. მოსწავლეებმა სწრაფად უნდა წარმოთქვან სიტყვა, რომელიც ამ ფერის ასოციაციით მოუვათ თავში და შემდეგ გამოთქვან აზრი, თუ როგორ აღიქვამენ ბარათზე გამოსახულ ფერს – თბილია ეს ფერი თუ ცივი და რატომ (წითელი ცეცხლისფერია და თბილი, ცისფერი ყინულის წყლის ფერია და ცივი).
მოსწავლეები ვარჯიშობენ პალიტრაზე ცივი და თბილი ფერების გარჩევასა და შედგენაში – თბილი ფერები: წითელი, ნარინჯისფერი, ყავისფერი, ყვითელი.
ცივი ფერები – ლურჯი, მწვანე, იასამნისფერი, ცისფერი. მეცადინეობა ძალიან საინტერესოდ ჩატარდა.
მეოთხე შეხვედრა
25 ოქტომბერს შედგა წრის მეცადინეობის მესამე შეხვედრა, თემაზე: "პეიზაჟი". მოსწალეებმა აღნიშნეს პეიზაჟი სახვითი ხელოვნების ჟანრია, რომელშიც ბუნების სურათია ასახული. იგი ფრანგული სიტყვაა, სიტყვასიტყვით ნიშნავს ბუნების ხედს, ადგილმდებარეობის გამოსახულებას. სხვაგვარად, პეიზაჟი არის ბუნების სახეების პლასტიკური გამოსახვა.მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატები გამოფენისთვის.
მეხუთე შეხვედრა
მეხუთე შეხვედრა დავუთმეთ პრაქტიკულ სამუშაოს. მიზანი:. შეძლონ პეიზაჟის ხატვა ფერების გამოყენებით და დეტალების კომპოზიციურ სივრცობრივი განაწილება.
აქტივობა: ნამუშევრის შესრულება.
რესურსი: ფერადი ფანქრები ,პასტელი , აკვარელი ,გუაში, ფუნჯები, სახატავი ალბომი. მზადება გამოფენისთვის.
მეექვსე შეხვედრა
მეექვსე შეხვედრაზე განვიხილეთ ნიკო ფიროსმანი და მისი შემოქმედება. მოსწავლეებმა აღნიშნეს ფიროსმანაშვილს იზიდავდა სოფლის ბუნება და ცხოვრება („რთველი“, „დღეობა ბოლნისში“, „გლეხის ქალი ვაჟით“, „გლეხკაცი ვაჟით“, „წყალზე მიმავალი ბავშვებიანი დედაკაცი“, „კალოობა“ - ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი); იშვიათად მიმართავდა ქალაქურ პეიზაჟებს („ბათუმი“, „ფუნიკულორი“ — ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). განსაკუთრებული პოეტური ძალით არის აღბეჭდილი ფიროსმანაშვილის მიერ დახატული ღამის სცენები („არსენალის გორა ღამით“, მოსკოვი, კერძო კოლექცია; „ყაჩაღმა ცხენი მოიპარა“, „დათვი მთვარიან ღამით“ — ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). მკვეთრი სოციალური დახასიათებებით გამოირჩევა ფიროსმანაშვილის მიერ თბილისელი ხელოსნების, მედუქნეების, კინტოების, ბოჰემის წარმომადგენელთა, აგრეთვე მუშების პორტრეტები („გოგონა საჰაერო ბუშტით“,მოსკოვი, კერძო კოლექცია; „მდიდარი კინტოს შვილი“, „მეეზოვე“, „ორი მუშა“, „აქტრისა მარგარიტა“, „ორთაჭალის ტურფები“, „მუშა სოსო“, „მებადური“ — ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი და სხვა). სოციალური დაპირისპირება მკაფიოდ არის ნაჩვენები ცნობილ სურათში „უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი შვილებით“ (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).
ვფიქრობ წრის მუშაობა საინტერესოდ წარიმართა.
მეშვიდე შეხვედრა
მეშვიდე შეხვედრა დავუთმეთ პრაქტიკულ სამუშაოს. შეხვედრის თემა იყო - დახატე აკვარელით. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი სამუშაოს და მოემზადნენ გამოფენისთვის.
დავალებად მივეცი დაეხატათ ან მოეტანათ ფოტომასალა "შემოდგომის ერთი დღე"
მერვე შეხვედრა
ამ შეხვედრაზე დავიწყეთ პროექტიზე,,ოქროსფერი შემოდგომა“ მუშაობა. მოსწავლეებთან ერთად შევადგინეთ პროექტის გეგმა, დავსახეთ ამოცანები და გავინაწილეთ შესასრულებელი სამუშაოები. გავაკეთეთ მოკლე მონახაზი შემდეგი გაკვეთილისთვის. მოსწავლეებმა მოიტანეს წინა შეხვედრაზე იცემული დავალება - ფოტომასალა
მეცხრე შეხვედრა
მეცხრე შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევარი, ზოგმა აკვარელით, ზოგმა ფოტო მასალა . გავმართეთ გამოფენა სკოლის შესასვლელში, რომლის დათვალიერება შეეძლო ნებისმიერ მსურველს.
მეათე შეხვედრა
ამ შეხვედრის თემა იყო: მხიარული და სევდიანი ფერები; ნამუშევრების შექმნა გარკვეული განწყობილების გადმოცემით. მოსწავლეებმა შექმნესსაკუთარი სურვილით ნამუშევრები და აღწერეს ჩანაფიქრი.
მეთერთმეტე შეხვედრა
ეს შეხვედრა იყო მოსამზადებელი ეტაპი გამოფენისთვის თემა " ჟანრები". განვიხილეთ სხვადასხვა ჟანრები. მოსწავლეთა უმრავლესობამ გადაწყვიტა ემუშავა კომიქსები. მუშაობა საინტერესოდ წარიმართა. შექმნეს კომიქსების რამდენიმე ვარიანტი. გამართეს პრეზენტაცია, მოვახდინეთ შეფასება.
მეთორმეტე შეხვედრა
გავმართეთ გამოფენა. რომლის დათვალიერება შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. წრის მუშაობა ამით დავამთავრეთ.
No comments:
Post a Comment