Pages

პროექტი "მე და ჩვენ" რეფლექსია


სსიპ ქალაქ თბილსის #177 საჯარო სკოლა
2019-2020 სასწავლო წელი
I სემესტრი
სოციალური პროექტი :      ,,მე და ჩვენ...“    
მასწავლებლის სახელი, გვარი:   ლალი კილასონია~
მიზნობრივი ჯგუფი:  6 კლასი
რეფლექსია
2019-2020  სასწავლო წლის სემესტრში დავგეგმე სოციალური პროექტის ,,მე და ჩვენ..“ განხორციელება, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში:
  1. მეგობრების განწყობისა  და ემოციის  შეფასება შეძლებისამებრ და გაზიარება;
  2.  გრესიული    ქცევის  შემცირება თანაგანცდის  უნარის    განვითარების, პროსოციალური ქცევის (სხვებზე ზრუნვა, ისე რომ არ მოელი პირად გამორჩენის) საფუძველზე;
  3.  კუთარი დამოკიდებულების, განწყობის წერილობითი   გადმოცემისა და შემოქმედებითი  უნარ-ჩვევების  განვითარება; 
  4. თვითშეფასების უნარის   განვითარება;
  5.  პრეზენტაციის უნარის  განვითარება.

პროექტზე მუშაობა გრძელდებოდა ერთი თვის განმავლობაში. პროექტზე მუშაობა წარიმართა შემდეგ ეტაპებად:
ü  სწავლეების, მასწავლებელისა და მშობლების შეხვედრა. პროექტის იდეის გაცნობა; პრობლემით დაინტერესება;
ü   ფსიქოლოგებთან შეხვედრა და საუბარი თანატოლების  განცდათა  ამოცნობა-გაზიარების რჩევებთან დაკავშირებით .
ü პორტრეტების შესრულება და მასში  განწყობისა და ემოციის  ამოცნობა;
ü ჯარისკაცებისა და  მოხუცთა თავშესაფრის   მცხოვრებელთათვის სადღესასწაულო   მისალოცებისა და ხელნაკეთი ბარათების დამზადება და გაგზავნა;
ü მეხანძრეებისთვის სამადლობელი წერილების   დაგზავნა;
ü პრეზენტაციებისა და დისკუსიების  მოწყობა და თვითშებასება.
ü ჩატარებული პროექტის ანგარიში.

        პროექტი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით, მასში ასახული აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე და საჭიროებებზე. პროექტის მსვლელობისას ფუნქციები გადანაწილებული იყო   მოსწავლეთა შესაძლებლობეზე მათი ძლიერი მხარეების გათვალისწინებით. პროექტში ჩართული მოსწავლეები შეფასდნენ წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით.  პროექტის განხორციელების პერიოდში  გამოვლინდა მცირე ხარვეზები, რადგანაც  პროცესი იყო  მცირედ ქაოსური. სამომავლოდ მოსწავლეთა ჩართულობისას ყურადღებას გავამახვილებ მათ ქცევაზე და აქტივობებში მაქსიმალურად ჩართვაზე.



No comments:

Post a Comment