Pages

"ტყუილის მთქმელს მართალიც აღარ დაუჯერებაო..."

1
პროექტის სახელწოდება
"ტყუილის მთქმელს მართალიც აღარ დაუჯერებაო..."

პროექტის ხელმძღვანელი
ლალი კილასონია


პროექტის ჩატარების ადგილი
სსიპ ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლა
2
სამიზნე ჯგუფი
საბაზო საფეხური,    7 კლასი
3
პროექტზე მუშაობის ვადები
2 კვირა

პროექტში მონაწილეები
მოსწავლეები, მასწავლებელი, სკოლის , ისტ მენეჯერი
4
პრობლემის ანალიზი
ჩემ სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს შევატყვე სასწავლო წლის დასაწყისშივე ,რომ  უამრავ ტყუილს ახვევდნენ მეგობრებს თავს შესვენებებზე. ასევე მშობლებთან  ,როდესაც ბრუნდებოდნენ სკოლიდან სახლში ,მათ ატყუებდნენ ,რომ თაანაკლასელები შეურაწყოფას მაყენებენო, შესვენებებზე და სასადილოში ფულს მძალავენ და დასვენებებზე რვეულის ყდებს მაკრატლით მიჯრიანო. იტყუებოდნენ ,რომ მასწვლებელმა მიაყენა მათ  სიტყვიერი შეურაცყოფა ,   ბოლო ბოლო პერიოდში ხშირად კამათობდნენ იმის გამო, რომ თუ რომელიმე ბავშვი გააცდენდა გაკვეთილებს და საშინაო დავალების ჩანიშვნას მოსთხოვდა მეგობარს ტყუილს ეუბნებოდნენ თანაკლასელები: „დღეს არ მოუციათ დავალებაო“ . ეს პრობლემა თანდათან აქტუალური ხდებოდა და ბოლო პერიოდში მასიური ხასიათი მიიღო სხვა სახის ტყუილებმა , რაც საფუძველი გახდა მოსწავლეების დაპირისპირებისა „ტყუილების გუდა    “ თითქოს თან დაჰქონდათ  . ტყუილს მასწავლებლებთან და მშობლებთანაც არ  ერიდებოდნენ,   კლასში ურთიერთპატივისცემა, თანამშრომლობა და სოციალური უნარები თანდათან უარესდებოდა. შევეცადე ბავშვებისთვის ასაკის შესაფერისი აქტივობა შემეთავაზებინა ,რაც მათი გონებისთვის , როგორც დაწყებითი კლასელთათვის  ადვილად აღსათქმელი და შედეგის მომცემი იქნებოდა
ამიტომ გადავწყვიტე აღნიშნული პროექტის განხორციელება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ქცევის ფორმირებას, კონკრეტულად ტყუილის მოშლას, თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის განვითარებას.
5
მიზანი
მოკლევადიანი:
1.    სკოლის, სახლის სივრცეში თანატოლებთან და უფროსებთან ტყუილის გარეშე საუბარი;
გრძელვადიანი:
1.    მოსწავლეებმა შეძლონ ურთიერთპატივისცემისა და თანაგრძნობის საფუძველზე საკუთარი და სხვისი გრძნობების დანახვა სიმართლის თქმის და გააზრების მომენტში;
2.    შეძლოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად სიმართლის თქმა, თანამშრომლობა თანატოლებთან და უფროსებთან;
3.    შეძლონ გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში.
6
პროექტია ამოცანები 
1.       მოსწავლეების, მასწავლებელისა და მშობლების შეხვედრა. პროექტის იდეის გაცნობა; პრობლემით დაინტერესება;
2.       ფსიქოლოგებთან შეხვედრა და საუბარი ტყუილის რჩევებთან დაკავშირებით და მის აღმოსაფხვრელად;
3.       დისკუსიის წარმართვა თემაზე „ტყუილის კორიანტელი მავნებელია“;
იმსჯელებენ ბავშვთა  უფლებებსა და მოვალეობებზე “
4.       მოთხრობებისა და ფილმების განხილვა;
5.       პროექტის პრეზენტაცია
7
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები გააცნობიერებენ ტყუილის მავნე შედეგებს, გაითვალისწინებენ ფსიქოლოგის რჩევებს , ყურადღებას მიაქცევენ შემთხვევას და პარალელს გაავლებენ წინადადებებს შორის , როგორც ზამთრის პირობებში, კორიანტელში დიდხანს ვერ გაძლებს ადამიანი , მიეყუდება ღობეს და ღობე წაიქცევა  , ასე წააქცევს ტყუილები სიმართლის ღობეს და დაანგრევს ურთიერთპატივისცემას ,ნდობას და მეგობრობას .გაიაზრებენ ტყუილით როგორი ზიანი შეიძლება მიადგეს ადამიანს., მოსწავლეები მოერიდებიან ტყუილის თქმას და დაკავდებიან სასიკეთო საქმეების კეთებით.
8
შესაძლო რისკები
შესაძლოა მოსწავლეები არ იყვნენ გულახდილები, შეიძლება არ მოვიდეს მშობელი;
9
პროექტის განსახორციელებლად საჭირო აქტივობები
აქტივობები
პასუხისმგებელი
ვადები
1.პროექტის იდეის გაცნობა,  და სამომავლო აქტივობების დაგეგმვა, პასუხისმგებელი და დაინტერესებული პირების გამოკვეთა;
მოსწავლე და მასწავლებელი
4 ოქტომბერი

2.დავალება ფიქრისთვის „ჩვენ კლასში ვაწყდებით ტყუილთან დაკავშირებით პრობლემას. რატომ არის ეს თქვენთვის პრობლემა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად რას აკეთებთ
მოსწავლე და მასწავლებელი, მშობელი
8 ოქტომბერი

3.  მოთხრობებისა და ფილმების განხილვ ფსიქოლოგთან და რაიონის პოლიციის რწმუნებულთან
მასწავლებელი
10 ოქტომბერი




4.   კონვერტების  დამზადება
მასწავლებელი მოსწავლე
16 ოქტომბერი
5.  მუყაოს ქაღალდით დამზადებული გუდა მოკიდებული კარლსონის  დამზადება , კლასში ჩამოკიდება და მშობლების მიერ ჩუმად მოტანილი ფანჯრის რაფიდან აღებული კონვერტები რომლებშიც ტყუილებია მოთავსებული
6.  მასწავლებელი არ ამხელს თავიდან კლასსში რის გამოა კარლსონი ჩამოკიდებული
მასწავლებელი მოსწავლე
მშობელი
17 ოქტომბერი
7.   კვირის ბოლოს მოთხრობის ,, დიდი ტყუილის’’ წაკითხვა მოსწავლეების გამოწვევა და მათ მიერ საღამოობით მოგროვილი ტყუილების კონვერტში მოთავსება
8.   გუდაში მოგროვილი ტყუილების ბარათების დათვლა, მოსწავლის მიერ სუყველა ტყუილის გახსენება , რომელიც ნაკლებს გაიხსენებს იმის გამოცხადება გამარჯვებულად და შექება
9.   გამარჯვებულის გამოვლენა და მცირე ტყუილის მთქმელის  დაჯილდოება.
10.                კარლსონის ჩამოხსნა კედლიდან , რომელსაც მობმული ჰქონდა  ,ჰელიუმით დაბერილი ბუშტები , მისი გარეთ გამოტანა და ტყუილების კარლსონტან ერთად  ცაში გაფრენა  მოსწავლეების მიერ
11.                თითოეული ბარათის გამოსასწორებლად  ოჯახ გარეთ სიკეთის  ჩადენა სადარბაზოებში ასაკოვანი მოხუცების დახმარება და მათგან მონაყოლი ამბების რვეულებში ჩაწერა თუ რა ცუდი ამბები გადახდენიათ ტყუილის თქმის გამო.ჩადენილი სიკთეების ჩაწერა და კლასში სადამრიგებლო საათზე წაკითხვა
მასწავლებელი მოსწავლე, მშობელი, მანდატური, ფსიქოლოგი
22 ოქტომბერი



10
პროექტის მონიტორინგიშეფასება
ვის მიერ?
როდის?
რა კრიტერიუმებით?
პირველი შუალედური მონიტორინგი
12 ოქტომბერი
მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილით
მეორე შუალედური მონიტორინგი
18 ოქტპმბერი
მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილით
საბოლოო შეფასება
22 ოქტომბერი
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი და მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი
11
პროექტის ხელმძღვანელი

ლალი კილასონია







მოსწავლეთა დაკვირვების ცხრილი


კრიტერიუმები
მცირედ
საშუალოდ
მთლიანად
მოსწავლეებს თავიანთი წვლილი შეაქვთ პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში
მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან
მოსწავლეები არ აცდენენ პროექტის გათვალიწინებულ შეხვედრებს











მოსწავლეთა შეფასების ცხრილი
კრიტერიუმები
დიახ
არა
ხალისით ვმუშაობდი ქროექტის აქტივობაზე
ვთანამშრომლობდი ჯგუფის ყველა წევრთან
გულახდილი ვიყავი დასმულ შეკითხვებზე პასუხისას
სიამოვნებით ვიმუშავებდი მსგავს პროექტზე









მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი

კრიტერიუმები
დიახ
არა
პროექტის დაგეგმვისას გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები
მოვახერხე პროექტში მშობელთა უმეტესობისა და ყველა მოსწავლის ჩართვა
მივაღწიე მოსალოდნელ შედეგს
პროექტი დასრულდა გაგეგმილ დროში









პროექტზე მუშაობისას გადაღებული ფოტო მასალა







No comments:

Post a Comment