Pages

ყოველი ყვავილი სულია ბუნებაში მოყვავილე



1.
პროექტის სათაური
„ყოველი ყვავილი სულია ბუნებაში მოყვავილე”  

სამიზნე ჯგუფი
მე-6 კლასი

პროექტზე მუშაობის ვადები
ნოემბერი 2019 წ
2.
პროექტის აქტუალობა/რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი ჩვენთვის?
პროექტზე დაფუძნებული სწავლება არის მიმდინარე სასწავლო პროცესი რომელშიც ერთიანდება რამდენიმე სასკოლო საგანი. მოსწავლეები იძიებენ ინფორმაციას (პრობლემა შეიძლება იყოს ადგილობრივი, გლობალური). მოცემული პრობლემის შესაძლო გადაჭის გზების პოვნის შემდეგ აკეთებენ მულტიმედია პრეზენტაციებს მოძიებული მასალების  პრეზენტაციისათვის 21-ე საუკუნის იარაღების გამოყენებით. მოსწავლეები გვიჩვენებენ რა ისწავლეს, როგორ ითანამშრომლეს ერთმანეთთან, აფასებენ ერთმანეთს და საკუთარ თავს.?

პროქტზე მუშაობის შედეგად:
·         იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, საკუთარი თავის რწმენა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება;
·          იზრდება კომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა, მაგალითად, აზროვნების მაღალი დონე, პრობლემების გადაჭრა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა;
·          მოსწავლეები მეტ პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთი სწავლის პროცესზე, განსხვავებით ტრადიციული მოდელისგან;
·          მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას და თანატოლებთან ურთიერთობას , რაც მნიშნელოვან როლს თამაშობს მოზარდების პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში.



3.
მიზანი
  • გარემომცველი სამყაროს შეცნობა;
  • დაკვირვების, აღწერის, აღრიცხვის, კლასიფიკაციის, კომუნიკაციის, მონაცემთა ორგანიზების უნარის განვითარება;
  • საკუთარი დამოკიდებულების წერილობითი გადმოცემისა და შემოქმედებითი უნარის განვითარება;
  • თვითშეფასების უნარის განვითარება;
  • პრეზენტაციის უნარის განვითარება.
4.
პროექტის სრული აღწერა
ამოცანა 1.

მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოში გავრცელებული მცენარეების შესახებ და გააკეთებენ პრეზენტაციას
დრო:
2 კვირა
(2019 წლის ნოემბერი)

რესურსი:
კომპიუტერი, პროექტორი

შედეგი: მოსწავლეები სიღრმისეულად გაეცნობიან მცენარეების ნაირსახეობას ,განუვითარდებათ პრეზენტაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები

ამოცანა 2. გაეცნობიან ინფორმაციას იმის შესახებ, რა სავალალო შედეგები მოჰყება ბუნების გაუფრთხილებლობასა და დაბინძურებას

დრო:
2019  წლის ნოემბერი

რესურსი:
Google-ის საძიებო სისტემა


ამოცანა 3.
სტუმრად გარდენიაში მშობლებთან ერთად

ყვავილების ორანჟეა,ფერთა გამა,სულ სხვა სამყარო საიდანაც გამოსვლა აღარ გინდა....წლიდან წლამდე ციური სხეულების აქტიურობით დაკავშირებული ბუნების ოთხი დრო...სეზონურ ცვლილებებს მცენარეები უკეთ გვამცნობენ: ხე,ბუჩქი თუ ბალახი.ყველაფერი ერთად...,,გარდენიაში’’!
პროექტის ამ ფაზაზე მოსწავლეებმა უშუალოდ მოინახულეს მცენარეები, მოეცათ საშუალება შეხებოდნენ მათ, კიდევ ერთხელ გაეაზრებინათ მათი მახასიათებლები და ქოთნებზე მოეხატათ სხვადასხვა სახის ყვავილები, აღნიშნულ ქოთნებში საკუთარი ხელით ჩარგეს მცენარეები.

დრო:1 კვირა
(2019 წლის ნოემბერი)

რესურსი: ფოტოაპარატი, ტელეფონი

ამოცანა 3: შემაჯამებელი ეტაპი
მოსწავლეები დეკორატიული და გამოყენებითი საგნების საშუალებით შექმნიან ნახატებს
ნახატების გამოფენა

 ნამუშევრის წარდგენა აუდიტორიის წინაშე და შეფასება


დრო: 2019 წლის ნოემბერი

რესურსი: ფორმატები, ფანქარი, პასტელი, გუაში, აკვარელი, ფერადი ქაღალდი, მუყაო, პლასტილინი, თიხა, ქსოვილი, ძაფი, თოკი,



5.
პროექტში მონაწილეობენ
VI კლასის მოსწავლეები
6.
პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები
მოსწავლეებs განუვითარდებათ კვლევის, შემოქმედებითი, თვითშეფასების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები. შეძლებენ ნასწავლის პრაქტიკულ გამოყენებას. ყოველივე ეს შექმნის დადებით სასწავლო მოტივაციას და გააუმჯობესებს სწავლა-სწავლების ხარისხს.
7.
საგნობრივ ჯგუფებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი

ს.გ.VI.1.   მოსწავლეს შეუძლია  იზანმიმართულად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები   ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სხვადასხვაგვარი მონასმებით და ეფექტებით გადმოსცემს განწყობილებას და ქმნის ფაქტურებს;
·           იყენებს ფერთა გრადაციას;
·           იყენებს კონტრასტულ და მონათესავე ფერებს;

ს.გ.VI.7.   ოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრები და სხვა საგნებში მიღებული ცოდნის საფუძველზე მსჯელოს მხატვრული ნაწარმოების შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მსჯელობს საკუთარ არჩევანზე და ჩანაფიქრზე, რომელიც შეიძლება ეფუძნებოდეს სხვა საგნებში განვლილ მასალას;
·           საუბრობს ნაწარმოების შინაარსზე;
·           მსჯელობს საკუთარ და სხვის ნამუშევარში გამოყენებულ მხატვრულ ხერხებსა და ელემენტებზე (ჟანრი, ტექნიკა, მასალა, კოლორიტი, კომპოზიციური განაწილების პრიციპი და სხვ.);
·           საუბრობს ნამუშევარში გადმოცემულ განწყობილებაზე;
·           მსჯელობს საკუთარი ნამუშევრის სუსტ და ძლიერ მხარეებზე.


ს.გ.VI.9.  მოსწავლეს შეუძლია  დაგეგმოს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
·           განსაზღვრავს სხვადასხვა ღონისძიების თემას და მიზანს;
·           აწყობს გამოფენას;

8.
მონიტორინგი/
შეფასება
საბოლოო შეფასება ა)პროექტის დასრულების შემდეგ პროექტის ხელმძღვანელის მიერ (კომენტარი)
    ბ)პროექტის მონაწილეთა შეფასება(კითხვარი)
საყვარელო მოსწავლეებო ,იმისთვისრომ  მომავალში პროექტზე მუშაობა გავაუმჯობესოთმინდა გავარკვიოროგორ შეაფასებდით მას.
1. როგორი  შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ?
ა) ბევრი რამ მასწავლა   ბ) მასწავლა   გ) ახალი არაფერი მისწავლია
2. როცა დახმარება გჭირდებოდა, მასწავლებელი ყოველთვის შენ გვერდით იყო?
ა) დიახ    ბ) არა
3. შედეგით კმაყოფილი ხარ?
ა) დიახ    ბ) არა
4. ყველაზე მეტად რა მოგეწონა პროექტში?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. რა არ მოგეწონა პროექტში?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                                             
9.
პროექტის ხელმძღვანელი
ლალი კილასონია

მოსწავლეთა დაკვირვების ცხრილი

კრიტერიუმები
მცირედ
საშუალოდ
მთლიანად
მოსწავლეებს თავიანთი წვლილი შეაქვთ პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში



მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან



მოსწავლეები არ ასდენენ პროექტის გათვალიწინებულ შეხვედრებს














მოსწავლეთა შეფასების ცხრილი

კრიტერიუმები
დიახ
არა
ხალისით ვმუშაობდი ქროექტის აქტივობაზე


ვთანამშრომლობდი ჯგუფის ყველა წევრთან


გულახდილი ვიყავი დასმულ შეკითხვებზე პასუხისას


სიამოვნებით ვიმუშავებდი მსგავს პროექტზე











მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი

კრიტერიუმები
დიახ
არა
პროექტის დაგეგმვისას გავითვალისწინე მოსწავლეტა ინტერესები და შესაძლებლობები


მოვახერხე პროექტშ მშობელთა უმეტესობისა და ყველა მოსწავლის ჩართვა


მივაღწიე მოსალოდნელ შედეგს


პროექტი დასრულდა გაგეგმილ დროში












პროქტის მსვლელობისას გადაღებული სურათები











No comments:

Post a Comment