Pages

პროექტი "ტყუილის მთქმელს მართალიც აღარ დაუჯერებაო..."რეფლექსია


რეფლექსია

 საინტერესო გამოდგა სოციალურ პროექტზე მუშაობა თემით:,, "ტყუილის მთქმელს მართალიც აღარ დაუჯერებაო..."’ პროექტის დაგეგმვა და განხორციელება გადამაწყვეტინა მოზარდებში ტყუილების  შემჩნევამ. როგორც გავერკვიე, მშობლებთან   ტყუილების თქმას ბავშვები სახლშიც არ ერიდებოდნენ. შევხვდი მშობლებს და მათთან ერთად დავგეგმე  და გავაცანი პროექტის მიზეზი და  მიზანი. ისისნი აქტიურად ჩაებნენ  პროექტში.

პირველ ეტაპზე შევხვდი პროექტის იდეის რეალიზებისათვის  სკოლის ადმინისტრაციისა, მშობლებსა  და მოსწავლეებს. მოსწავლეებთან ერთად დავაკომპლექტე საინიციატივო ჯგუფი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. დაიგეგმა აქტივობები,პროექტის ვადები და საჭირო რესურსების მომზადება..

მოსწავლეებმა პასუხი გასცეს  მასწავლებლის მიერ დასმულ  შეკითხვებს, რას  ნიშნავდა  ძირითადი ცნებები : ნუ მომატყუებ, ტყუილი სუნთქვას შემიკრავს, ისე როგორც ზამთარში კორიანტელი!  მუშაობის პროცესში თითოეული მათგანი აკეთებდა პრეზენტაციასეს ჩემი ტყუილი მავნებელია მეგობრისათვის
პრეზენტაციებს ესწრებოდნენ მშობლები და ფსიქოლოგი

ბოლოს მოეწყო საერთო დისკუსია,  თემებზე: „ერთი ტყუილით ნატკენი გული“.გაიხსენეს ბავშვებმა რა დროს უგრძვნიათ გულის ტკენა მეგობრისგან რომელიც ტყუილს უკავშირდებოდა წავიკითხეთ   და  განვიხილეთ ტყუილის თემაზე აგებული  საბავშვო მოთხრობა  ,,მელია და ტყუილი“(დანართი1) დავდგით როლური წარმოდგენები მეტი განცდებისთვის ბავშვებს ამ მოთხრობით ავუხსენი, დავარიგე  და მივანიშნე რომ: ვისაც ტყუილის თქმა გჩვევიათ, ეცადეთ, თავიდან მოიშოროთ ეს სენი.  "ვისაც უყვარს სიცრუე, მას სძულს სული თვისი". მაშ, ჩვენც გავუფრთხილდეთ ჩვენს სულს, სიმართლის გზაზე ვიაროთ და ვიყოთ გულმართალი, ალალი ადამიანები. უფალი კი მოგვცემს საზღაურს გვეყოლება ბევრი მეგობარი.
მოსწავლეებს ვაჩვენე ქართული ფილმი ,,მანანა“ ვიმსჯელეთ ტყუილის შესახებ გავმართეთ დისკუსია ტყუილის შედეგებთან დაკავშირებით.

 პროექტი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით, მასში ასახული აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე და საჭიროებებზე. პროექტის მსვლელობისას ფუნქციები გადანაწილებული იყო   მოსწავლეთა შესაძლებლობეზე მათი ძლიერი მხარეების გათვალისწინებით. პროექტში ჩართული მოსწავლეები შეფასდნენ წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით და საუკეთესო მონაწილეებს გადავეცით მადლობის სიგელები.       პროექტის განხორციელების პერიოდში  გამოვლინდა მცირე ხარვეზები, რადგანაც  პროცესი იყო  მცირედ ქაოსური. სამომავლოდ მოსწავლეთა ჩართულობისას ყურადღებას გავამახვილებ მათ ქცევაზე და აქტივობებში მაქსიმალურად ჩართვაზე.


პროექტის დასასრულს  მოხდა პროექტის დახურვაჩატარდა განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია და შეჯამება.

No comments:

Post a Comment