Pages

პროექტი „ყოველი ყვავილი სულია ბუნებაში მოყვავილე” რეფლექსია


რეფლექსია

 2019-2020  სასწავლო წლის I სემესტრში დავგეგმე სოციალური პროექტის ყოველი ყვავილი სულია ბუნებაში მოყვავილე” ~ განხორციელება, რომლის მიზანი იყო:
·            გარემომცველი სამყაროს შეცნობა;
·            დაკვირვებისაღწერისაღრიცხვისკლასიფიკაციისკომუნიკაციისმონაცემთა ორგანიზების უნარის განვითარება;
·            საკუთარი დამოკიდებულების წერილობითი გადმოცემისა და შემოქმედებითი უნარის განვითარება;
·            თვითშეფასების უნარის განვითარება;
·            პრეზენტაციის უნარის განვითარება.
პროქტზე მუშაობის შედეგად:  გაიზრდა მოსწავლეთა ჩართულობასაკუთარი თავის რწმენა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულებაგაიზრდა კომპლექსური უნარ-ჩვვების განვითარების შესაძლებლობამაგალითადაზროვნების მაღალი დონეპრობლემების გადაჭრაკომუნიკაციათანამშრომლობა;
·   მოსწავლეები მიეჩვინენ დამოუკიდებელ მუშაობას და თანატოლებთან ურთიერთობას , რაც მნიშნელოვან როლს თამაშობს მოზარდების პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში.

პროექტზე მუშაობა გრძელდებოდა ორი კვირის განმავლობაში. პროექტზე მუშაობა წარიმართა სამ ეტაპად:
პირველი ეტაპი:  მოსამზადებელი ეტაპი ამოცანები:
·         მოსწავლეებს გავაცანი პროექტის მიზანი;
·         გავანაწილეთ დავალებები მოიძებნათ ინფორმაცია საქართველოში გავრცელებული მცენარეების შესახებ დაწაედგინათ პრეზეტაცს სახით;
მეორე ეტაპზე მოსწავლეებმა  წაროადინეს ინფორმაცია იმის შესახებ, რა სავალალო შედეგები მოჰყვეს ბუნების გაუფრთხილებლობასა და დაბინძურებას.გავმარეთ დისკუსიები. ვნახეთ ვიდეო მასალა;
მესამე ეტაპი სტუმრად გარდენიაში მშობლებთან ერთად

პროექტის ამ ფაზაზე მოსწავლეებმა უშუალოდ მოინახულეს მცენარეებიმოეცათ საშუალება შეხებოდნენ მათკიდევ ერთხელ გაეაზრებინათ მათი მახასიათებლები და ქოთნებზე მოეხატათ სხვადასხვა სახის ყვავილებიაღნიშნულ ქოთნებში საკუთარი ხელით ჩარგეს მცენარეები.

 პროექტი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით, მასში ასახული აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე და საჭიროებებზე. პროექტის მსვლელობისას ფუნქციები გადანაწილებული იყო   მოსწავლეთა შესაძლებლობეზე მათი ძლიერი მხარეების გათვალისწინებით. პროექტში ჩართული მოსწავლეები შეფასდნენ წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით და საუკეთესო მონაწილეებს გადავეცით მადლობის სიგელები.       პროექტის განხორციელების პერიოდში  გამოვლინდა მცირე ხარვეზები, რადგანაც  პროცესი იყო  მცირედ ქაოსური. სამომავლოდ მოსწავლეთა ჩართულობისას ყურადღებას გავამახვილებ მათ ქცევაზე და აქტივობებში მაქსიმალურად ჩართვაზე.

No comments:

Post a Comment