Pages

წრე "ჟანრები "

სსიპ ქალაქ თბილის #177 საჯარო სკოლა

                                                 სახვითი და გამოყენებითი  ხელოვნება



 2019- 2020 სასწავლო  წელი
I-სემესტრი


წრის ხელმძღვანელი:ლალი კილასონია

VI-კლასი , 12 -მოსწავლე

მეცადინეობა ტარდება  კვირაში   1- დღე    ორშაბათი
                                                                                   
 წრის დასახელება:,, ჟანრები“ 

    წრის  მუშობის მიზანი:
1. მოსწავლის ცოდნის გაღრმავება.
2. მოსწავლეთა შემოქმედებითობის  უნარების  წარმოჩენა  და  განვითარება.
3. შემოქმედებითი   აქტიობების  და ცოდნის გაღრმავება.
4. თანამშრომლობითი უნარების წარმოჩენა.
5. მოსწავლეთა თვითგამოხატვისა და  ანალიზის უნარების  წარმოჩენა.

                                         წრის მოკლე დახასიათება

ხელოვნების რომელიმე დარგის ნაწარმოებთა ისტორიულად ჩამოყალიბებული ნაირსახეობა, რომელიც გამოირჩევა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილური ნიშნებით, თემატიკით, გამომსახველობითი საშუალებებით და ა. შ. ნებისმიერი მხატვრული ნაწარმოები გარკვეულ ჟანრს მიეკუთვნება თავისი კანონებითა და მოთხოვნებით. ასე, მაგ., ლიტერატურაში, თუ რამდენიმე ფრაზით ჩავწერთ ჩვენს შთაბეჭდილებებს, იგი განსაზღვრულ ჟანრს წარმოადგენს - პროზაულ ფრაგმენტს (პროზაული ფრაგმენტი, როგორც ჟანრი, ფართოდ იყო გავრცელებული გერმანელ რომანტიკოს მწერალთა შორის). და მაინც, ეს როდი ნიშნავს, რომ ხსენებული ფრაგმენტული ჩანაწერი ლიტერატურული ნაწარმოებია. ამ შემთხვევაში იგი სხვა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს - თავისუფალი და სიღრმისეული მსჯელობა უნდა ერწყმოდეს დახვეწილ გამომსახველობით ენას. ანტიკურ ხანაში ლიტერატურულ ჟანრებად თვლიდნენ ეპოსს, ლირიკასა და დრამას. სადღეისოდ, ცნება „ჟანრი“ ხშირად უთანაბრდება „სახეს“. მუსიკალური ჟანრები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, უპირველეს ყოვლისა, ნაწარმოების შესრულების წესით, უძველესია ვოკალური ჟანრები, დაკავშირებული სიტყვებთან, პოეტურ ტექსტთან, ადამიანის ხმასთან (სიმღერა, რომანსი, გუნდი, კანტატა, ორატორია, ოპერა). ვოკალური მუსიკის საფუძველზე წარმოიქმნა საკრავიერი ჟანრები: კამერული (ვარიაცია, სონატა, სიუიტა, პრელუდია, ექსპრომტი, ნოქტიურნი და სხვ.), სიმფონიური (უვერტიურა, სიმფონიური ფანტაზია, სიმფონიური სიუიტა, სიმფონიური პოემა, კონცერტი, სიმფონია). სახვითი ხელოვნების სფეროში ჟანრთაგან უმთავრესია პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი, ისტორიული, ყოფითი, ბატალური, ანიმალისტური და სხვა ჟანრები.
   
წრის მუშაობის აუცილებელი პირობაავაჩვენოთ მოსწავლეებს ხელოვნების როლი  საზოგადოებრივ ცხოვრებაშიგანუვითაროთ ხელოვნების აღქმისშექმნისა და შეფასების უნარ-ჩვევები.
მოსწავლეებს მივცეთ საშუალება  შეისწავლონ თეორია და შექმნან ნამუშევარიშეძლონ პროექტზე მუშაობა.  ჩაერთნონ სხვადასხვა აქტიობებში.

                                          

                                          აქტიობები:

1.საწრეო  თემის გაცნობა .   (რა ვიცით რა შეგვიძლია);
2.  ხელოვნების დარგების განხილვა;   
3.თბილი და ცივი ფერების გამოყენება ნამუშევრის შექმნისა;.
4.პროექტებზე მუშაობა;
 5.პორტრეტის ხატვა; 
6. თეორიული მუშაობა;
7. პრაქტიკული მუშაობა.
  • კითხვა პასუხი
  • ადამიანი და ნივთები.
  • სახვითი ხელოვნების  ჟანრები.
8.. გამოფენისთვის მზადებანამუშევრების განთავსება საგამოფენოდ შერჩეულ ადგილზე.
9. გამოფენა ( პრეზენტაცია).

                      
მოსალოდნელი შედეგები:


1.ხელ...VI.12.  მოსწავლე  აცნობიერებსრა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების  ცხოვრებაში.
2. ხელო.... VII. მოსწავლეს შეუძლია წარმოაჩინოს რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვისა და კომუნიკაციის საშუალება;
3. ხელ....VI. 12. მოსწავლე იღრმავებს ცოდნას ხელოვნების მიმართ
ეცნობა მათ ნამუშევრებს.
4. ხელ....VI.    6. მოსწავლეები სწავლობენ   თანამშრომლობას,
 შეუძლიათ ჯგუფური და ინდივიდუალური  მუშაობაშეფასება და თვითშეფასება.

გარემო:  მოსწავლეთათვის შელშემწყობი


                                                                რესურსები

          სახელმძღვანელოკომპიუტერითაბახის ფურცლებიფანქრები, პლასტელინი,  ფერადი  სამუშაო ფურცლები,  რვეული კალამი ფერადი, მძივები და სხვადასხვა ფერადი მასალაგუაშიაკვარელი..

   საწრეო მუშაობის პროგრამა,  საწრეო მუშაობის ხანგრძლოიბა  და  შეხვედრების განრიგი.


შეხვედრების განრიგი
საწრეო მუშაობის პროგრამა.
(თემების დასახელება და აქტიობები).
მუშაობის
 ხანგრძლიობა
1
7.10.2019..
.თემასაწრეო  პროგრამის გაცნობ
1.აქტიობასაორგანიზაციო საკითხები.
2.აქტიობამიზნის ჩამოყალიბება.
2.აქტიობა -გამოკითხვა რა ვიცით რა შეგვიძლია.
1.სთ
2
11.10.2019..
თემა: ადამიანი და ნივთები. 
1.აქტიობა-ინფორმაციის მოძიება.
2 აქტიობა-საკუთარი აზრის ჩამოყალიბება. 
3.აქტიობა-წერა -(იმ ნივთების შესახებ რომელსაც თვითონ გამოიყენებენ.).
1სთ
3
14.10.2019..
თემა:. თბილი და ცივი ფერები.
1.აქტიობა-საუბარი თბილ და ცივ ფერებზე.
2.აქტიობა--ვხატავთ  თბილი და ცივი ფერებით
 გადმოცემული შთაბეჭდილება
. 3.აქტიობა-საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაცია.
1სთ.
4
18.10.2019..
პროექტი თემაზე: ,,პორტრეტები
1.აქტიობა-საუბარი პორტრეტებზე.
1სთ.
5
21.10.2019..
თემაპორტრეტების ხატვა.    
                                              
1სთ.
6
26.11.2019..
თემა : პორტრეტების ხატვა.
1სთ.
7
28.10.2019..

 თემა:    პორტრეტების დახატვა"


1სთ.
8
2.11.2019..
პროექტი თემაზე:,,ოქროსფერი შემოდგომა

1სთ
9
4.11.2019..
თემა :,,ოქროსფერი შემოდგომა -
 ნახატების გამოფენა
1სთ
10
9.11.2019..
.თემა:სახვითი ხელოვნების ჟანრები"
1.აქტიობა- სახვითი ხელოვნების ა ჟანრების დასახელება და განმარტებები.
2, პრაქტიკული მუშაობა.
1სთ
11
11,1.2019..
ნახატების გამოფენა „ჟანრები“

1სთ
12
18,11.2019..
თემა გამოფენა
1- პრეზენტაცია.
1სთ

   










































 წრეში მონაწილე მოსწავლეთა სია:

  1. აფციაური ლიზი
  2. ავალიშვილი ანასტასია
  3. ათაბეგაშვილი ნია
  4. ბაღდავაძე სალომე
  5. დარსალია ნია
  6. ნემსაძე ანი
  7. ოდიშელიძე ანა
  8. თოთლაძე მარიამი
  9. ფხალაძე გიორგი
  10. ჯანელიძე ლევანი
  11. მაზმიშვილი გიორგი
  12. პოდოპრიგორა მარიამი
.    
წრის დასწრების ფურცელი


სახელი, გვარი
თარირღი
ხელმოწერა
1.



2.



3.



4.



5.



6.



7.



8.



9



10



11



12



13



14



15



16



17




ითხვარი მშობელთათვის


სახელი, გვარი                         -------------------------------


1.დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია წრის შექმნის შესახებ

ა) დიახ;      ბ)არა.

2. თქვენი აზრით,საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს თქვენს შვილს ნებისმეტყველების   ცოდნის გაღრმავებაში?

ა) დიახ;      ბ) ნაწილობრივ;    გ)არა

3.იყო თუ არა საწრეო მუშაობა თქვენი შვილისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო?
ა) დიახ;      ბ) ნაწილობრივ;    გ)არა

4.  იყო თუ არა მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო შექმნილი მოსწავლეთათვის?
ა) დიახ;      ბ) ნაწილობრივ;    გ)არა

5. რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობას?


     1    2   3   4   5   6   7   8   9   10


 მოსწავლის კითხვარი
                                          
 სახელი, გვარი:                    --------------------------

1.    დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია წრის შექმნის თაობაზე?

ა) დიახ;      ბ) ნაწილობრივ;    გ)არა

   2 .  იყო თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი  საწრეო მუშაობა?

ა) დიახ;      ბ) ნაწილობრივ;    გ)არა

    3.    საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები       გეხმარებოდა თუ არა ცოდნის გაღრმავებაში?
        
ა) დიახ;      ბ) ნაწილობრივ;    გ)არა

     4.   იყო თუ არა შენთვის შექმნილი მეგობრული და    კეთილგანწყობილი გარემო?
      
 ა) დიახ;      ბ) ნაწილობრივ;    გ)არა

    5. რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობას?


  1    2    3    4    5    6    7    8     9    10
                                       
                   წრის ხელმძღვანელი:   ლალი კილასონია, 2019-2020  სასწავლო წელი



ბლოგის მისამართია
https://lalikilasonia.blogspot.com/p/blog-page_22.html

პირველი შეხვედრა
2019 წლის 7 ოქტომბერსპირველად შეიკრიბნენ სახვითი და გამოყენეითი  წრის წევრები, მათ გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები და ამოცანები, აგრეთვე ის, რომ წრე ჩატარდება ყოველ ორშაბათს, მეექვსე გაკვეთილზე. შემდეგ გავაცანი სამუშაო პროგრამა და კონკრეტულად ის საკითხები, რომლებზეც გვექნება მუშაობა პირველი სემესტრის განმავლობაში.

მეორე შეხვედრა

18 ოქტომბერს შედგა წრის მეცადინეობის მეორე შეხვედრა, თემა: ადამიანი და ნივთები. მოსწალეებმა აღნიშნეს ადამიანი თავის მიერ შექმნილი ნივთების სამყაროში ცხოვრობს. პირველყოფილ ადამიანს ორიოდე ჯოხი და ორიოდე ქოთანი ჰქონდა, ახლა კი ის თავითაა გადაშვებული ხელოვნური ნივთების სამყაროში. ადამიანი ხომ არ ეგუება გარე სამყაროს, არამედ ცდილობს, ეს სამყარო შეეგუოს მას, თავის სამყაროს ქმნის. და დღეს ნამდვილად შეიძლება საუბარი ნივთების სამყაროს დროზე.მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებებს. დავალებად მივეცი მოემზადებინათ პროექტი თემაზე: ,,პეიზაჟი



მესამე შეხვედრა


მესამე შეხვედრის თემა იყო ცივი და თბილი ფერები. ეს შეხვედრა წავმართეთ თამაშით; აქტივობა-მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს სხვადასხვა ფერის ბარათებს. მოსწავლეებმა სწრაფად უნდა წარმოთქვან სიტყვა, რომელიც ამ ფერის ასოციაციით მოუვათ თავში და შემდეგ გამოთქვან აზრი, თუ როგორ აღიქვამენ ბარათზე გამოსახულ ფერს – თბილია ეს ფერი თუ ცივი და რატომ (წითელი ცეცხლისფერია და თბილი, ცისფერი ყინულის წყლის ფერია და ცივი).
მოსწავლეები ვარჯიშობენ პალიტრაზე ცივი და თბილი ფერების გარჩევასა და შედგენაში – თბილი ფერები: წითელი, ნარინჯისფერი, ყავისფერი, ყვითელი.
ცივი ფერები – ლურჯი, მწვანე, იასამნისფერი, ცისფერი. მეცადინეობა ძალიან საინტერესოდ ჩატარდა.


მეოთხე და  მეხუთე  შეხვედრა
მეოთხე შეხვედრის თემა იყო პორტრეტები. მეცადინეობა ჩავატარეთ კომპიუტერულ ლაბორატორიაში. პროგრამა Paint-ის გამოყენებით მოსწავლეებმა შექმნეს რამდენიმე პორტრეტი. გთავაზობთ ერთ-ერთი მოსწავლის პრეზენტაციის ფრაგმენტს: 


მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატები გამოფენისთვის.

მეექვსე და მეშვიდე შეხვედრა
მეექვსე შეხვედრაზე განვიხილეთ ნიკო ფიროსმანი და მისი შემოქმედება. მოსწავლეებმა აღნიშნეს ფიროსმანაშვილს იზიდავდა სოფლის ბუნება და ცხოვრება („რთველი“, „დღეობა ბოლნისში“, „გლეხის ქალი ვაჟით“, „გლეხკაცი ვაჟით“, „წყალზე მიმავალი ბავშვებიანი დედაკაცი“, „კალოობა“ - ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი); იშვიათად მიმართავდა ქალაქურ პეიზაჟებს („ბათუმი“, „ფუნიკულორი“ — ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). განსაკუთრებული პოეტური ძალით არის აღბეჭდილი ფიროსმანაშვილის მიერ დახატული ღამის სცენები („არსენალის გორა ღამით“, მოსკოვი, კერძო კოლექცია; „ყაჩაღმა ცხენი მოიპარა“, „დათვი მთვარიან ღამით“ — ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). მკვეთრი სოციალური დახასიათებებით გამოირჩევა ფიროსმანაშვილის მიერ თბილისელი ხელოსნების, მედუქნეების, კინტოების, ბოჰემის წარმომადგენელთა, აგრეთვე მუშების პორტრეტები („გოგონა საჰაერო ბუშტით“,მოსკოვი, კერძო კოლექცია; „მდიდარი კინტოს შვილი“, „მეეზოვე“, „ორი მუშა“, „აქტრისა მარგარიტა“, „ორთაჭალის ტურფები“, „მუშა სოსო“, „მებადური“ — ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი და სხვა). სოციალური დაპირისპირება მკაფიოდ არის ნაჩვენები ცნობილ სურათში „უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი შვილებით“ (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).ვფიქრობ წრის მუშაობა საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა გამართეს გამოფენა.


მერვე და მეცხრე შეხვედრა

ამ შეხვედრაზე დავიწყეთ პროექტიზე,,ოქროსფერი შემოდგომა“ მუშაობა. მოსწავლეებთან ერთად შევადგინეთ პროექტის გეგმა, დავსახეთ ამოცანები და გავინაწილეთ შესასრულებელი სამუშაოები. გავაკეთეთ მოკლე მონახაზი შემდეგი გაკვეთილისთვის. მოსწავლეებმა მოიტანეს წინა შეხვედრაზე მდავალება - ფოტომასალა, გავმართეთ გამოფენა სკოლის შესასვლელში, რომლის დათვალიერება შეეძლო ნებისმიერ მსურველს.



მეათე და მეთერთმეტე შეხვედრა
შეხვედრის თემა:სახვითი ხელოვნების ჟანრები"
1.აქტივობა- სახვითი ხელოვნების ა ჟანრების დასახელება და განმარტებები.
2, პრაქტიკული მუშაობა.
ჩავატარე მინი ლექცია. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას. 




გთავაზობთ ერთერთი მოსწავლის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციის  ამონარიდს



ვფიქრობ, წრის მუშაობამ მიზანს მიაღწია.

მეთორმეტე შეხვედრა

ამ შეხვედრაზე შევაჯამეთ წრის მუშაობა. წარვუდგინეთ ჩვენი ნამუშევრები და მოვახდინეთ შეფასება.

No comments:

Post a Comment