Pages

წრე "ჟანრები" რეფლექსია და უკუკავშირი


საწრეო მუშაობის რეფლექსია
      ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლის  VI  კლასში 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში  შეიქმნა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრე სახელწოდებით „ჟანრები“. წრის მუშაობის შესახებ ინფორმაცია  ხელმისაწვდომი  იყო ყველა დაინტერესებულ პირთათვის, რადგან  წრის შექმნის შესახებ ინფორმაცია მშობლებს მივაწოდე სიტყვიერადაც და ელექტრონულადაც  სოციალურ ქსელში გავაზიარე  ბლოგის მისამართი, სადაც დეტალურად მქონდა აღწერილი წრის შექმნის მიზანი).

წრის ელექტრონული მისამართია:


          წრეში გაერთიანებული იყო ჩვიდმეტი მოსწავლე. საწრეო მუშაობა ტარდებოდა კვირაში ერთხელ, სამშაბათობით,  სავალდებულო გაკვეთილების შემდეგ.  საწრეო მუშაობაზე განსახილველი საკითხები წინასწარ შევათანხმე მოსწავლეებთან მათი ინტერესებისა და ესგ-ს სტანდარტის  გათვალისწინებით.
   საწრეო  მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით  და საბუნებისმეტყველო  მეცნიერების მიმართ  მეტი ინტერესი გაჩენა, რათა უკეთ შეიცნოს  სამყარო და იგრძნონ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოების და გარემოს მიმართ.
      საწრეო მუშაობა  საკმაოდ ეფექტური გამოდგა, რადგან მოსწავლეებმა შეძლეს როგორც პროგრამული საკითხების სიღრმისეულად გააზრება და შესწავლა, ისე  დამატებითი   ინფორმაციების მოძიება-განხილვა. მოძიებულ მასალას ამზადებდნენ  როგორც ბროშურების სახით  ისე ელექტრონულ პრეზენტაციებს power point -ის მეშვეობით. 
     სამუშაო სასწავლო გარემო იყო მშვიდი და  კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული. შეხვედრებზე ვიყენებდი როგორც ბეჭდურ ისე ელექტრონულ რესურსებს. მუშაობის პროცესი ხელს უწყობდა სწავლის გაღრმავებასა და ტრანსფერს. 
 წრის  წევრებთან ერთად, მიმაჩნია, რომ მიზანს მივაღწიეთ. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, მომავალშიც, წრის მუშაობის გაგრძელების შესახებ. მათი
გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეებს მოსწონდათ საწრეო მუშაობა, საინტერესო აქტივობებისათვის და საერთოდ წრეობრივი მუშაობის შექმნისთვის.
     ანალოგიურად, მშობლებიც კმაყოფილებით და ენთუზიაზმით შეხვდნენ  წრის დაარსებას. აღნიშნავენ, რომ წრე იყო საინტერესო, რადგან მათი შვილები ხალისითა და მონდომებით მუშაობდნენ .
    
მშობელთა უკუკავშირი







No comments:

Post a Comment